საქართველოს სახელმწიფო მინისტრ ევროპისა და ევროინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძის განცხადებით, რუსეთს, რომ საქართველოში შეჭრა სურდეს, ამას „მისტრალის" გარეშეც გააკეთებდა.
როგორც მან Le Monde - ს ჟურნალისტის მიერ დასმულ კითვაზე, „ხომ არ იქცა საქათველოსთვის იმედგაცრუებად რუსეთისთვის „მისტრალის" კლასის ოთხი ხომალდის მიყიდვაზე შეთანხმება?", უპასუხა, რომ საქართველო საფრანგეთის გადაწყვეტილებას პატივს სცემს.
„საფრანგეთი საქართველოს დიდი მეგობარია, მაგრამ მოდით ლოგიკას გავყვეთ. საუბარი პოლიტიკურ და არა სამხედრო გადაწყვეტილებაზეა. ცხადია რომ რუსეთს „მისტრალი" საერთოდ არ სჭირდება. ეს არა თავდაცვის, არამედ თავდასხმის ინსტრუმენტია, მაგრამ ვის წინააღმდეგ აპირებს რუსეთი ამ ინსტრუმენტის გამოყენებას? ცხადია არა ნატო-ს წინააღმდეგ, თორემ საფრანგეთი ამას არ დაუშვებდა. შავ ზღვაზე არიან უკრაინა და საქართველო. რუსეთს, რომ საქართველოში შეჭრა სურდეს, ამას „მისტრალის" გარეშეც გააკეთებდა. მაშინ სად: ჩრდილოეთ-კორეაში, სამხრეთ-კორეაში, იაპონიაში? ვეჭვობ", - განაცხადა ბარამიძემ ინტერვიუში, რომლის ქართულ ვერსიასაც „ფორეინპრესი" აქვეყნებს.
მისი თქმით, რუსეთი საფრანგეთთან ორმხრივ თანამშრომლობას ამყარებს, როგორც ეს გერმანიასთან გააკეთა.
„მისი სტრატეგიული გეგმა ის არის, რომ ნატო-ს და ევროკავშირის ზოგიერთი წევრის თვალში თავი წარმოაჩინოს და შემდეგ არკვიოს, როგორ იცვლება მასთან დაკავშირებული შეხედულებები", - აღნიშნა ბარამიძემ.