საქართველოს სახელმწიფო მინისტრ ევროპისა და ევროინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძის განცხადებით, 26 მაისს, პარლამენტთან „სახალხო კრების" მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის დაშლის დროს შესაძლოა ზოგიერთ პოლიციელს ზედმეტი მოუვიდა.
„ამ მანიფესტაციების რეალური მიზანი პრეზიდენტ სააკაშვილის და მისი მთავრობის დამხობა იყო. საკუთარი „მშვიდობიანი რევოლუციის" განხორციელებისთვის, ოპოზიციონერებმა დააკომპლექტეს ჯგუფები ნიღბიანი და არმატურებით შეიარაღებული ადამიანებისგან. მოვლენები კანონმდებლობით დადგენილი კლასიკური მანიფესტაციის ჩარჩოებს გასცდა. მათ სახელმწიფო ტელევიზიასთან გადაკეტეს გზა და სურდათ საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმის ჩაშლა. მათი მიზანი იყო პოლიციასთან შეტაკების პროვოცირება. შეიძლება ზოგიერთ პოლიციელს ზედმეტი მოუვიდა", - განაცხადა ბარამიძემ Le Monde-თან ინტერვიუში.
ბარამიძის თქმით, ფაქტზე საგანგებო გამოძიებას ჩატარდება.
„თუმცა ასეთი პასუხი აბსოლუტურად კანონიერი და გამართლებული იყო. მსგავს მეთოდებს ყველა ევროპულ დედაქალაქში იყენებენ. ორი ადამიანი, მომიტინგე და პოლიციელი დაიღუპა. ისინი ქალბატონი ბურჯანაძის (პარლამენტის ყოფილი სპიკერი, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი] ესკორტმა გაიტანა", - აცხადებს ინტერვიუში ბარამიძემ, რომლის ქართულ ვერსიას „ფორეინპრესი" აქვეყნებს.