სექტემბრის ბოლომდე უკრაინა სსფ-იდან მორიგი ტრანშის მიღებას ელოდება. ამის შესახებ განცხადება უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრმა სერგეი ტიგიპკომ გააკეთა.
"ვფიქრობ, ყველაფერი ზაფხულში მოხდება. თუ სსფ-ის მისია უკრაინას აგვისტოს ბოლოს ეწვევა, მაშინ მორიგი ტრანშის მიღებას უკვე სექტემბერში შევძლებთ", - განაცხადა ტიგიპკომ.