საჯარო სამსახურებში ტრენინგების ჩატარება სავალდებულო გახდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში.
კანონპროექტის თანახმად, საჯარო სამსახურის ხელმძღვანელი ვალდებული იქნება უზრუნველყოს საჯარო სამსახურში ეთიკის ნორმებისა და ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ ტრენინგის ორგანიზება.
ტრენინგში მონაწილეობა უნდა მიიღოს საჯარო მოხელემ თანამდებობაზე დანიშვნიდან 2 თვის ვადაში და შემდგომ, უკვე ყოველწლიურად.
ტრენინგის თემატიკას საჯარო სამსახურის ბიურო შეადგენს და ყოველწლიურად განაახლებს.