23-24 ივნისს "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი და "სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოს წევრი ნინო ბურჯანაძე, 26 მაისს საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ევროპული ტურნეს პირველი ეტაპის ფარგლებში, შეხვედრებს ბრუსელში გამართავს.
"სახალხო კრების" წარმომადგენელთა განცხადებით, შეხვედრების მიზანია საერთაშორისო საზოგადოებამ მიიღოს ობიექტური ინფორმაცია "სახალხო კრების" მოთხოვნებისა და 21-26 მაისს და მის შემდგომ განვითარებული მოვლენების შესახებ.