ევროკავშირსა და რუსეთს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, რუსეთში ბოსტნეულის იმპორტი უნდა განახლდეს. განცხადებას ამის შესახებ ევროკომისია ავრცელებს.
"ევროკავშირის თითოეულმა ქვეყანამ, რომელიც ბოსტნეულის ექსპორტირებას ახდენს უნდა წარადგინოს სერტიფიკატი იმის შესახებ, რომ პროდუქციაში ნაწლავური ინფექციის მაპროვოცირებელი "E. Coli 104"-ის შტამპი არ არის", _ ნათქვამია განცხადებაში.