იტალია ლიბიაში ომის შეწყვეტას მოითხოვს. ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკო ფრანტინიმ განაცხადა. მისი თქმით, ომის შეჩერება განადგურებულ ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარების შეშვებისთვის უნდა მოხდეს. მისი თქმით, უნდა მოხდეს იმ შეცდომების განხილვა, რომლებიც ნატომ საჰაერო დაბომბვების დროს დაუშვა.
ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით არაბთა ლიგის თავჯდომარე ამრ მუსაც გამოვიდა. როგორც დასავლური მედია იუწყება, აღნიშნული მოწოდებები 19 ივნისს, ნატოს მიერ საცხოვრებელი ადგილების დაბომბვამ გამოიწვია. ლიბიის მთავრობის განცხადებით, საჰაერო შეტევას 9 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ორი მოზარდი ემსხვერპლა. ევროატლანტიკურმა ალიანსმა აღიარა, რომ მსხვერპლი მათ მიერ დაშვებულ შეცდომას მოჰყვა.