22 ივნისს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 5 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5 წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში  მონაწილეობა  მიიღო  5  კომერციულმა ბანკმა.  მოთხოვნამ 11 700 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 14.300%-ით განისაზღვრა, მაქსიმალური 14.750%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი - 14.638%-ით განისაზღვრა. კუპონურმა განაკვეთმა 14.6% შეადგინა. კუპონის გადახდა წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში მოხდება.
                                
                                                                     
                                     მასალის გამოყენების პირობები