"ქართული პარტიის" ლიდერის სოზარ სუბარის განცხადებით, "ქართულ პარტიაში" ახალი და საინტერესო წევრები გამოჩნდებიან. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა პარტიის ყრილობა ივლისის მეორე ნახევარში გაიმართება, სადაც ახალ წევრებს წარადგენენ.
"ირაკლი ოქრუაშვილთან და კოტე გოგელიასთან შეხვერისას საუბარი შეეხო საქართველოში დღეს შექმნილი ვითარების ანალიზს. ასევე პარტიის ამჟამინდელ მდგომარეობას და სამომავლო გეგმებს. პარტიის ყრილობა დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში გაიმართება. ჩვენგან ბევრი წევრი წავიდა და მოხდება მათი ჩანაცვლება ახალი და საინტერესო კადრებით. მათ შორის არის ბევრი საინტერესო ადამიანი", - განაცხადა სუბარმა.