სახელმწიფო კანცელარიაში პრემიერ-მინისტრისა და გუბერნატორების საგანგებო შეხვედრა მიმდინარეობს. სახელმწიფო კანცელარიაში პრეზიდენტის რწმუნებულები სხვადასხვა რეგიონში უკვე მივიდნენ. როგორც შეხვერდის დაწყებამდე ჟურნალისტებს შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ არსოშვილმა განუცხადა, შეხვედრაზე სტიქიის შედეგებსა და იმ გეგმაზე იქნება საუბარი, რისი გაკეთებაც მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად საქართველოს მთავრობას შეუძლია.
"24-საათიან რეჯიმში მუშაობს ცოცხალი ძალა და სპეციალური ტექნიკა", - აღნიშნა არსოშვილმა. მისივე თქმით, კონკრეუტლად მისი რეიგონისთვის მიყენებული ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერჯეორბით დათვლილი არ არის.
აღსანიშნავია რომ შეხვედრა თავად პრემიერ ნიკა გილაურის ინიციატივით იმართება. მას ფინანსთა ახალი მინისტრი დიმიტრი გვინდაძეც დაესწრება.