საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარეს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა გჟეგოჟ სხეტინა პრეზიდენტის სასახლეში მიიღო.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრისას, საქართველოსა და პოლონეთს შორის მეგობრული ურთიერთობისა და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე ისაუბრეს.
როგორც სეიმის თავმჯდომარემ განაცხადა, ევროკავშირის თავმჯდომარეობის პერიოდში, პოლონეთი საქართველოს აქტიური მხარდამჭერი იქნება ევროინტეგრაციის პროცესში.
ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
სასახლეში სტუმრობისას, მიხეილ სააკაშვილმა გჟეგოჟ სხეტინას საქართველოში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო.