პარიზში დღეს ჯონ გალიანოს სასამართლო პროცესი გაიმართება. ბრიტანელ მოდელიორს ბრალი ედება ანტისემიტურ გამონათქვამებში.
გალიანოს ადვოკატი აცხადებს, რომ იგი შეეცდება დაარწმუნოს სასამართლო, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ინციდენტის დროს არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. იმ შემთხვევაში თუ სასამართლო გალიანოს დამნაშავედ ცნობს, მას 6 წლით პატიმრობა ემუქრება.