პარასკევს, 24 ივნისს, ყაზანში რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებს - ილჰამ ალიევსა და სერჟ სარგსიანს შეხვდება. ინფორმაცია ამის შესახებ კრემლის პრესსამსახურში დაადასტურეს.
"24 ივნისს ყაზანში, სადაც ტრადიციულად, რუსეთის პრეზიდენტის პრიზზე დოღი გაიმართება, დიმიტრი მედვედევის მოწვევით აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტები - ილჰამ ალიევი და სერჟ სარგსიანი ჩავლენ. მორიგი სამმხრივი შეხვედრის დროს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხზე მოლაპარაკებები გაიმართება", _ აცხადებენ კრემლის პრესსამსახურში.
მასალის გამოყენების პირობები