დასავლური მედია საშუალებების ცნობით, წყალდიდობის შედეგად ჩინეთში 5 მილიონი ადამიანი დაზარალდა, ხოლო დაღუპულია 170 ადამიანი. ძლიერი წვიმა ჩინეთის აღმოსავლეთ ნაწილში გრძელდება. ჟეიანგის და ჰუბეის პროვინციები მთლიანად წყლით არის დაფარული. მთლიანად განადგურდა ნათესები, რამაც პროდუქტზე ფასის კატასტროფულად ზრდა გამოიწვია. ჩინეთის მთავრობამ ჯარების მობილიზება მოახდინა და მოქალაქეებს პროვინციების დატოვებაში ეხმარებიან. აღსანიშნავია ისიც, რომ წვიმებმა გამოიწვია მეწყერები და ათასობით სახლი მიწისქვეშ მოაქცია.
ჩინეთის მთავრობამ განაცხადა, რომ წყალდიდობა მნიშვნელოვან ზარალს მიაყენებს ქვეყნის ბიუჯეტს, რაც თითოეული მოქალაქეზე აისახება. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ჩინეთის წყალდიდობა მთელს მსოფლიოში გამოიწვევს ფასების ზრდას.
მსგავსი მასშტაბის წყალდიდობა ჩინეთში 1955 წლის შემდეგ არ მომხდარა.