რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი რუსულ -ამერიკული ურთიერთობების გაუმჯობესებას ბარაკ ობამას დამსახურებად მიიჩნევს და სურს, რომ იგი მეორე ვადითაც აირჩიონ პრეზიდენტად.
"შემიძლია პირდაპირ გითხრათ, მინდა, რომ ბარაკ ობამა მეორე ვადით იქნეს არჩეული ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად", _ განაცხადა მედვედევმა "Financial Times"-სთან საუბარში.
მისივე თქმით, რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობები გაუმჯობესდა და ეს არის ახალი ადმინისტრაციისა და პირადად ბარაკ ობამას დამსახურება "რომელთანაც მე მეგობრული დამოიდებულება მაქვს. მე მასთან მიიოლდება მუშაობა და მომწონს", _ აცხადებს მედვედევი და აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუ აშშ-ს პრეზიდენტი სხვა ადამიანი გახდება მას შესაძლოა სხვა კურსი ჰქონდეს.
"ჩვენ გვესმის, რომ იქ არიან საკმაოდ კონსერვარული ფრთის წარმომადგენლები, რომლებიც თავიანთი პოლიტიკური ამოცანების გადაჭრას რუსეთთან ურთიერთობების გამწვავებია ხარჯზეც გეგმავენ. რაზე გავამტყუნოთ ისინი? ეს ხომ მხოლოდ პოლიტიკური მიზნების მიღწევის გზაა. მე კარგად მახსოვს შეჯიბრი ბარაკ ობამასა და ჯონ მაკკეინს შორის - ეს სრულიად სხვა და სხვა ადამიანები არიან გარეგნულადაც კი. აქ მე გამიმართლა, იმიტომ, რომ ჩემი პარტნიორი გახდა თანამედროვე ადამიანი, რომელსაც სურს ცვლილებები არა მხოლოდ ამერიკისათვის არამედ მთელი მსოფლიოსათვის", _ აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 2012 წლის ნოემბებში უნდა გაიმართოს. ბარაკ ობამამ უკვე გააკეთა ოფიციალური განცხადება იმის შესახებ, რომ იგი მეორე ვადით აპირებს კენჭისყრას.
მასალის გამოყენების პირობები