ჩინეთის აღმოსავლეთში წყალდიდობამ ორმილიონამდე ადამიანი დააზარალა.
ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "სინხუას" ინფორმაციით, გადაუღებელი წვიმების შედეგად დაიტბორა ჩჟეციანის პროვინციის დიდი ნაწილი.
სტიქიის შედეგად უკვე 170 ადამიანი დაიღუბა, ასეულობით ათასი კი იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლ-კარი.
ადგილობრივი მოსახლეობა სტიქიას ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურს უწოდებს.
აღსანიშნავია, რომ სტიქიამ გაანადგურა დიდი რაოდენობით მოსავალი, რამაც პროდუქტებზე ფასების ზრდა გამოიწვია.