დღეს, 19 ივნისს, საბერძნეთის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანისა და მისთვის ახალი სესხის გაცემის შესაძლებლობების საკითხზე სასაუბროდ, ლუქსემბურგში, ევროზონის ფინანსთა მინისტრები შეიკრიბებიან.
როგორც ევროზონის ფინანსთა მინისტრთა ჯგუფის წარმომადგენელი, ჟან-კლოდ იუნკერი აცხადებს, საბერძნეთის კრიზისი უკიდურეს შემთხვევაში კიდევ ხუთ ევროპულ ქვეყანაზე იქონიებს გავლენას, მათ შორის ბელგიაზე და იტალიაზე, რაც დროულად უნდა იქნას დაძლეული.
ამავე დროს, საბერძნეთი სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკით უკმაყოფილო მოსახლეობის მიერ დაგეგმილი მორიგი საპროტესტო აქციის მოლოდინშია.