დღეს ნატოს მიერ ტრიპოლზე მიტანილმა ავიაიერშიმა 5 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ბომბი ტრიპოლის გარეუბანში, სუკ ელ-ჯუმას რაიონში მდებარე სამსართულიან საცხოვრებელ სახლს დაეცა.
სამხედრო ოპერაციის ხელმძღვანელობა კომენტარისგან ჯერ-ჯერობით თავს იკავებს.
როგორც BBC-ს კორესპონდენტი ტრიპოლში ჯერემი ბოუენი იუწყება, ის წაიყვანეს საავადმყოფოში სადაც ავიადარტმის შედეგად დაღუპული ორი ბავშვის, ორი ქალის და მამაკაცის სხეული აჩვენეს, თუმცა ჟურნალისტის თქმთ მან ტრაგედიის ადგილზე მხოლოდ ორი გარდაცვლილი შენიშნა.
აღსანიშნავია რომ ხუთშაბათს ნატოს ავიაციამ შეცდომით მიიტანა იერიში ქალაქ ბერგაში განლაგებულ ლიბიელ ამბოხებულებზე და მშვიდობიან მოსახლეობაზე.