ავღანეთში არსებულ პოლიციის განყოფილებაზე თვითმკვლელებმა იერიში მიიტანეს. ქაბულის პოლიციის განყოფილების ხელმძღვანელმა "ბი-ბი-სი"-სთან საუბარში განაცახადა, რომ ცეცხლის გახსნის შედეგად ორი პოლიციელი და ორი თავდამსხმელი დაიღუპა.
ამას გარდა, დღესვე, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ღაზნის პროვინციაში ავტომანქანების ორი კოლონა, რომლებიც ნატოს ჯარებს ამარაგებდა გზაზე დადებულ ფუგასებზე აფეთქდა.
ვრცელდება ინფორმაცია ავღანეთის სპეცსამსახურის ოთხი თანამშრომლოს დაღუპვის შესახებ, რომლებიც ავტოკოლონნას აცილებდნენ.