საუდის არაბეთში ქალებმა დემონსტრაციულად დააღღვიეს ოფიციალური აკრძალვა და ავტომანქანებზე დასხდნენ.
დაუმორჩილებლობის აქციის ორგანიზება სოციალურის ქსელების მეშვეობით მოხდა: საუდის არაბეთის მკვიდრი ქალები თავიანთ გვერდებზე აქვეყნებენ ფოტო და ვიდეომასალას სადაც ასახულია, როგორ ატარებენ ავტომობილებს.
სოციალურ ქსელ ფეისბუქში გახსნილი გვერდის Women2Drive თანახმად საპროტესტო აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ საუდის არაბეთი არ მიიღებს სამეფო ბრძანებას ქალებისათვის მანქანის მართვის უფლების მინიჭების შესახებ.
მაისში საუდის არაბეთის მოქალაქე ქალი მანქანის მართვის გამო დააპატიმრეს, შერიფის განცხადებით დამნაშავემ შელახა საუდის არაბეთის რეპუტაცია და მისი საქციელი იყო საზოგადოებისათვის გამაღიზიანებელი. ბრალდებული 10 დღეში გაანთავისუფლეს იმ პირობით, რომ ის აღარსდროს დაჯდებოდა მანქანის საჭესთან.
.