ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახისწევრები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახმარებას მიიღებენ. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში დღეს პირველი მოსმენით გავა.
ამჯერად დახმარება შეეხება დაღუპულთა მხოლოდ იმ ოჯახებს, რომელთა წევრებიც შრომისუუნაროები არიან.
"პირველ ვარიანტში არსებობდა ჩანაწერი ყველასთვის, მაგრამ შემდგომში ეს იყო შრომისუუნარო მეუღლისთვის და შვილისთვის, იმიტომ, რომ ეს უფრო რთული და მძიმე კატეგორიაა", _ აცხადებს უმრავლესობის წევრი გიგი წერეთელი.