"ამ ქვეყანაში ხელშეუხებელი არავინაა", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა ბიუროს სხდომაზე "მედიაპალიტრის" შემოსავლების სამსახურის შესვლის კომენტირებისას განაცხადა.
"მედიაპალიტრაში შესაბამის ორგანოები შესამოწმებლად არიან შესული, არა მედიის ნაწილში არამედ გამომცემლობის ბიზნესის ნაწილში. რადგან გაზეთის გარდა ისინი ასევე კერძო შეკვეთებს ასრულებენ, აქვთ შემოსავლები და მემგონი ამ ქვეყანაში არავინაა ხელშეუხებელი, რომ გადასახადი არ გადაიხადოს", - აცხადებს ცისკარიშვილი.
მისი თქმით, მედიაბიზნესის შესახებ ხელისუფლების დამოკიდებულება კარგადაა ცნობილი, რადგან გასულ წელს სახელმწიფომ ტელევიზიებს 35 მილიონი ლარი "აპატია".
რაც შეეხება "მედიაპალიტრას", ცისკარიშვილის თქმით, ჰოლდინგში არავინ ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ არ იმყოფება, რადგან ეს არის ჩვეულებრივი გეგმური შემოწმება.