აშშ-ს შტატ ორაგონაში მცირეძრავიანი თვითმფრინავი Bellanca 17 ჩამოვარდა, რომლის ბორტზეც 3 ადამიანი იმყოფებოდა.
ადგილობრივი ტელეარხი, KOIN Local 6, იუწყება, რომ ბორტზე ამერიკის 3 მოქალაქე იმყოფებოდა. კატასტროფის შედეგად სამივე დაიღუპა.
ტელეკომპანია Fox 12 Oregon-ის ინფორმაციით, თვითმფრინავი ვაშინგტონის რეგიონალური აეროპორტიდან აფრინდა და შტატ ვაიომინგში მიფრინავდა. ავიაკატასტროფა ღამით მოხდა და თუ, რამ გამოიწვია თვითმფრინავის ჩამოვარდა, გამაოძიება დასკვნას რამდენიმე დღეში დადებს.