თურქეთ-საბერძნეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისთვის დაკავებული საქართველოს 14 მოქალაქიდან ოთხი გათავისუფლებულია.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფორმაცია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ მიაწოდა.
"ოთხი მოქალაქე სასამართლო პროცესის შემდეგ გაათავისუფლეს, კიდევ რამდენიმეს მიმართ კი ადმინისტრაციული განხილვა მიმდინარეობს. რამდენიმე მოქალაქის შემთხვევაში დეპორტაციის გადაწყვეტილება უკვე მიიღეს. უცნობია, ზუსტად რამდენ ადამიანზეა საუბარი და ვინ არიან ისინი. აღნიშნული ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი" - განაცხადა კალანდაძემ დღეს გამართულ, ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე.