საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო კალანდაძის აზრით, ნატოს შესახებ რობერტ გეიტსის განცხადება, "გარკვეულ კვლევას" შესაძლოა ეფუძვნებოდეს.
"ამერიკის შეერთებული შტატები წამყვანი ხმაა ალიანსის სტრატეგიასა და პოლიტიკაში. შესაბამისად, ალბათ, გეითსის განცხადება გარკვეულ კვლევას ეფუძნება. შესაბამისად, ალბათ, წევრ ქვეყნებს შორის მიმდინარეობს მსჯელობა, თუ როგორ შეიძლება მეტად ეფექტური გახდეს ალიანსის მოქმედება სამომავლოდ", - განუცხადა კალანდაძემ აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს.
რაც შეეხება საქართველოს მისწრაფებებს ალიანსში გაწევრიანებისაკენ, მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს მისწრაფება უცვლელი რჩება.
"ალიანსი კვლავ რჩება მოწინავე, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მქონე ერთადერთ ორგანიზაციად, რომელსაც შეუძლია უსაფრთხოების გარანტიები აიღოს თავის თავზე"- დასძინა კალანდაძემ.