"ბილაინმა" საბაზო სადგურის ასამუშავებლადმზის ენერგიაზე მომუშავე ელემენტი გამოიყენა .
მზის ენერგიაზე მომუშავე საბაზო სადგურები "ბილაინმა ნოსტესა და სიონის ტერიტორიაზე დაამონტაჟა. პირველი მზის ენერგიაზე მომუშავე საბაზო სადგური ბილაინმა 2010 წელს მცხეთა-თიანეთის რაიონში, თბილისი-გუდაურის ავტომაგისტრალთან ახლოს განათავსა, რომლის შედეგადაც გარკვეულწილად შემცირდა ის ზიანი, რომელიც დედამიწას შეიძლება საწვავის გამოყენების შედეგად მიადგეს.
მზის ელემენტი, ენერგიას მზის სხივით იღებს და შესაბამისად მისი ექსპლუატაციაში მიღებით , გარემოს დაბინძურება არ ხდება.
"იმ ეპოქაში, როდესაც მუდმივად ხდება ალტერნატიული ენერგო წყაროების ძიების და გარემოს დაბინძურების პრევენცია, ბილაინმა გადაწყვიტა მზის ენერგიის გამოყენება, თავისის საქმიანობისათვის. იმედი გვაქვს , რომ ამ გონივრულ გადაწყვეტილებას გაგრძელება ექნება და ჩვენი კომპანია კვლავ გამოიყენებს მზის ენერგიის გარემოს საკეთილდღეოდ"- განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ანდრეი პიატახინმა.
"ვიმპელკომის" კომპანიების ჯგუფში შედის კავშირგაბმულობის ოპერატორები, რომლებიც მომსახურებას უწევენ ხმოვან კავშირსა და მონაცემების გადაცემას უსადენო და ფიქსირებული კავშირის ტექნოლოგიების ფართო სპექტრის საფუძველზე და ასევე უზრუნველყოფენ ინტერნეტში ფართოსპექტრიან ხელმისაწვდომობას. "ვიმპელკომის" ჯგუფში შედიან კომპანიები, რომლებიც
ახორციელებენ ოპერაციებს რუსეთში, ყაზახეთში, უკრაინაში, ტაჯიკეთში, უზბეკეთში, საქართველოსა და სომხეთში, ასევე ვიეტნამსა და კამბოჯაში. "ვიმპელკომის" კომპანიების ჯგუფის ლიცენზიები
მოიცავს ტერიტორიას მოსახლეობის საერთო რაოდენობით 340 მლნ ადამიანი. მომსახურების გაწევა ხორციელდება "ბილაინის" ბრენდით.