დასავლური მედია საშუალებების ინფორმაციით, ლიბიელ მეამბოხეებს იარაღი ტუნისის გავლით გადაეცემათ. მათივე ცნობით ეს კონტრაბანდისტული გზებით მოპოვებული საბრძოლო საშუალებებია და ისინი ლიბიის ლიდერ, პოლკოვნიკ მუამარ კადაფის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენება.
ლიბიელი მეამბოხეები იარაღს ლიბია-ტუნისის საზღვართან, სხვადასხვა პირებისგან ყიდულობენ. მათ ყველაზე მეტი AK47 ტიპის ავტომატები და ყუმბარმტყორცნები აქვთ. აღსანიშნავია ისიც, რომ ტუნისის მთავრობა ღია მხარდაჭერას გამოხატავს კადაფის მოწინააღმდეგე ძალების მიმართ.
მეამბოხეების ლიდერები იწრმუნებიან, რომ მათ აღწერილი აქვთ ყველა იარაღი, რომელიც მათ მომხრეებს დაუგროვდათ და ომის დამთავრების შემდეგ ისინი ამ იარაღს ჩააბარებენ.