საქართველოს რამდენიმე საათში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი ეწვევა.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე მინისტის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, ვიზიტის ფარგლებში მამედიაროვი ქართველ კოლეგა გრიგოლ ვაშაძეს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდება.
შეხვედრებზე განხილული იქნება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ურთიერთობის გაღრმავებისა და რეგიონული ეკონომიკური საკითხები.
გრიგოლ ვაშაძისა და ელმარ მამედიაროვის შეხვედრის შემდეგ, რომელიც 15:00 საათზეა ჩანიშნული, მხარეები ერთობლივ პრესკონფერენციასაც გამართავენ.