საქართველოს კონტროლის პალატას შვედეთის ეროვნული აუდიტორული ოფისის (SNAO) დელეგაცია სტუმრობს. კონტროლის პალატის ინფორმაციით, ვიზიტი 16 ივნისამდე გასტანს და მისი მიზანია სემინარების, ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების ჩატარება თემაზე ფინანსური აუდიტი და ხარისხის კონტროლი.
დელეგაცია კონტროლის პალატას 2010 წლის 23 მარტს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე სტუმრობს. მემორანდუმი ითვალისწინებს, რომ დახმარება გაეწიოს საქართველოს კონტროლის პალატას თავისი მანდატის შესაბამისი საქმიანობის განხორციელებასა და საქართველოს საჯარო მმართველობის სფეროში საკუთარი როლის ეფექტიანად შესრულების საქმეში.
მასალის გამოყენების პირობები