წუხელ თურქეთში, სირნაკის პროვინციაში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიჭრა. თურქი ექიმების თქმით, ყველა დაშავებული ახლომდებარე მედპუნქტებშია გადაყვანილი. ამ დროისათვის, აფეთქებისას დაშავებულთა რაოდენობა ჯერ კიდევ დგინდება.
შეგახსენებთ, რომ 2006-2007 წლებში, სირნაკის პროვინციაში, სამთავრობო ძალებსა და ქურთებს შორის შეტაკება მოხდა. ქურთები ავტონომიის მოთხოვნით, სამთავრობო ძალებთან შეტაკებას 1984 წლიდან ახორციელებენ. მას შემდეგ ასეთმა არეულობებმა, ქვეყანაში 37 ათასი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.