ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკელი სენატორი, ჯონ მაკკეინი რუსეთს დნესტრისპირეთიდან ჯარის გაყვანისკენ მოუწოდებს.
აღნიშნული განცხადება მაკკეინმა მოლდოვაში ვიზიტის დროს, კიშინოვში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
"რუსი სამხედროების კვლავ რჩებიან მოლდოვაში, საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს მოლდოვას დემოკრატიულ განვითარებასა, ხელისუფლების დემოკრატიულ კურს, ეკონომიკურ რეფორმებს, ევროპულ ინტეგრაციასა და დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარებას", - აღნიშნა ამერიკელმა სენატორმა.
მისივე თქმით, აშშ ასევე მხარს უჭერს მოლდოვას ტერიტორიულ მთლიანობასა და მიაჩნია, რომ რუსეთის სამხედრო ძალების გაყვანა ხელს შეუწყობს დნესტრისპირეთის კონფლიქტის დარეგულირებას.