ლიბიის მმართველი მუამარ კადაფი ქვეყნისა და თანამდებობის დატოვებას არ აპირებს, ამის შესახებ კადაფმა შახმატის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტ კირზა ილიუმჟინოვთან, ტრიპოლში, გამართულ შეხვედრის დროს აღნიშნა.
აღსანიშნავია, რომ კადაფთან შეხვედრის დროს ილიუმჟინოვმა ორი პარტია შახმატი ითამაშა, ერთი ლიბიის მმართველთან, ხოლო მეორე მის უფროს შვილთან.
როგორც შახმატის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა აღნიშნა ორსაათიანი შეხვედრა კადაფთან არა "რაღაც ბუნკერში", არამედ კადაფის რეჟიმის ერთ-ერთ ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა.
"კადაფმა აღნიშნა, რომ არ აპირებს ლიბიის დატოვებას, რადგან ის მისი სამშობლო და მიწაა, სადაც მისი შვილი და შვილიშვილი დაიღუპა. მან ასევე აღნიშნა, რომ არ ესმის, რომელი პოსტის დატოვებას სთხოვენ, რადგან ის არც პრეზიდენტია, არც პრემიერი, არ მეფე და არც იცის არანაირი პოსტის შესახებ", - აცხადებს ილიუმჟინოვი.