რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ინგუშეთის შინაგან საქმეთა მინისტრად ჩეჩნეთის პოლიციის უფროსი დანიშნა.
კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, მედვედევმა ჩეჩნეთის პოლიციის უფროსის, გენერალ-მაიორის ალექსანდრ ტროფიმოვის მინისტრად დანიშვნის ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა.
ტროფიმოვის ადგილზე კი პოლიციის პოლკოვნიკი აპტი ალაუდინოვი დაინიშნა, რომელიც იმავდროულად ჩეჩნეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეც არის.