არიზონას შტატში ხანძარს ებრძვიან. ძლიერი ხანძრის გამო 9 100 ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინა.
ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანის "სი-ენ-ენი" ავრცელებს.
ცეცხლის კვამლი არიზონას შტატის აღმოსავლეთით, შტატ ახალი მექსიკის მიმართულებით ვრცელდება.
სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, შედარებით უკეთესი მდგომარეობაა ჩტატების ჩრდილოეთ მხარეში, მიუხედავად იმისა, რომ ამ რეგიონებს საფრთხე ემუქრებოდათ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი სიდიდის ხანძარი აშშ-ში მეორედ მოხდა. იგი არიზონას შტატში 29 მაისს გაჩნდა.
მასალის გამოყენების პირობები