საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ახალი კონცეფციის დამტკიცება, შესაძლოა, საგაზაფხულო სესიაზე ვერ მოესწროს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ეროვნული უშიშროების საბჭოს ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა ლაშა დარსალიამ განუცხადა, ამ ეტაპზე ისევ დოკუმენტზე მუშაობა მიმდინარეობს და ის შენიშვნები განიხილება, რომელიც პარლამენტის საკომიტეტო მოსმენებზე, ასევე ექსპერტებსა და არასამთავრობებთან შეხვედრის დროს გამოითქვა.
"ჯერჯერობით ვერ გეტყვით მოესწრება თუ არა კონცეფციის საგაზაფხულო სესიის დახურვამდე პარლამენტში შეტანა", - აღნიშნა დარსალიამ.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის დოკუმენტის განახლებული რედაქციის განხილვა პარლამენტში თებერვალში დაიწყო. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტი 2005 წლის შემდეგ არ განახლებულა.