ცენტრალურ ჩინეთში, წყალდიდობამ 40 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია მეწყერიც. ჰუბეის პროვინციაში დანგრეულია რამდენიმე სახლი. დღემდე დაკარგულად ითვლება 10-მდე ადამიანი. 28 ადამიანი აღნიშნულ პროვინციაში დაიღუპა, დანარჩენი კი ჰუბეის მეზობელ, ჰუნანის პროვინციაში. ჰუნანში 28 ადამიანია დაკარგული. ორივე პროვინციაში ერთად, 110 000 ადამიანი უსახლკაროდ არის დარჩენილი.
ძლიერი წყალდიდობაა იანგხის პროვინციაშიც. პროვინციიდან 26 000 ადამიანია ევაკუირებული.