იტალიაში ბირთვული პროგრამის გაგრძელების საკითხზე რეფერენდუმი მიმდინარეობს.
რეფერენდუმის აუცილებლობდა იტალიაში დაწყებულმა ანტიბირთვულმა კამპანიამ გამოიწვია. ანტიბირთვული ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ იაპონიაში, 11 მარტს მომხდარი ძლიერი მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ ნათლად გამოჩნდა, თუ რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ქვეყნისთვის ატომური ელექტროსადგურების მუშაობამ.
ექსპერტები აცხადებენ, რომ რეფერენდუმის ჩატარების გადაწყვეტილება გარკვეულწილად პრემიერ სილვიო ბერლუსკონისთვის დაწეული რეიტინგის ასაწევად იქნა მიღებული.