ყაბარდო-ბალყარეთში, ქალაქ ბაკსანში უკანონო შეიარაღებული ჯგუფის განადგურების სპეცოპერაციის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსტრემიზმთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პოლკოვნიკი ხასან ბოგატირევი დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქსი" ყაბარდო-ბალყარეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის თანამშრომლები სპეცღონისძიებას ატარებდნენ, როდესაც შეტაკება ორ ექსტრემისტთან მოხდა. ინციდენტის შედეგად დაიღუპა ბოგატირევი", - აცხადებენ სამართალდამცველები.
მათივე ინფორმაციით, ექსტრემისტებმა მიმალვა შესძლეს და ამ დროისთვის მათი სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
ფაქტთან დაკავშირების აღძრულის სისხლის სამართლის საქმე "სამართალდამცველი ორგანოს თანამშრომლის მკვლელობისა" და "იარაღისა და საბრძოლო მასალების უკანონო ფლობის" მუხლებით.