უკრაინის ექს-პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს შეფასებით, უკრაინისა და რუსეთს შორის "იმედგაცრუების პერიოდი" დგას.
ექს-პრეზიდენტის განცხადებას, პარტია "ნაშა უკრაინა" ავრცელებს.
"მიმაჩნია, რომ სასიამოვნო განცვიფრებამ გაიარა. ახლა იმედგაცრუების პერიოდი დგას", - აცხადებს იუშჩენკო და აქვე იხსენებს, რომ თავდაპირველად, უკრაინის ახალ ხელისუფლებას რუსეთში ძალიან ხშირი ვიზიტები ჰქონდა.
"იმდენად ბევრი ვიზიტი იყო მოსკოვში, რომ უკვე მოუხერხებელი იყო დათვლა, ვის სად ეძინა. როგორც ჩანს, ამ "თაფლობის თვემ" გაიარა და ზემოთ საღმა აზროვნებამ ამოიწია", - აღნიშნავს ექს-პრეზიდენტი და აქვე განმარტავს, რომ საღ აზრში ის მთავრობის მიერ ნაციონალური ინტერესების წინ წამოწევას გულისხმობს.
ამასთან, იუშჩენკო უკრაინის ხელისუფლების ყველაზე დიდ ნაკლად ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე უარის თქმას მიიჩნევს.