არასამთავრობო ორგანიზაციამ "მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისთვის" ლინკოლნის სამხრეთ როტარის კლუბის მიერ გამოყოფილი გრანტით, საგურამოს ბავშვთა სახლს უახლესი მოდელის 10 პერსონალური კომპიუტერი გადასცა.
გრანტის ფარგლებშივე, ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს 3 თვის განმავლობაში ინგლისური ენისა და კომპიუტერული პროგრამების შემსწავლელი კურსი ჩაუტარდათ.
სტუმრებმა ბავშვებს საკანცელარიო ნივთები და ტკბილეულიც ჩაუტანეს.
არასამთავრობო ორგანიზაცია "მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის" მოსწავლე ახალგაზრდებისთვის 2009 წლიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გაცვლით პროგრამებს ახორციელებს.