ტყიბულის რაიონის სოფელ მუხურაში ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყო.
სოფელში სკოლა 6 წლის წინ დაიწვა და ბავშვებს განათლების მიღება მაღაზიის შენობაში უწევდათ.
მშენებლობის დაწყებას იმერეთის გუბერნატორი ლაშა მაქაცარია და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი პავლე კუბლაშვილი დაესწრნენ.
მათი ინფორმაციით, მოსწავლეები ახალ სკოლაში ახალი სასწავლო წლიდან ისწავლიან.