ინგუშეთში, სნუჟენსკის რაიონში უცნობი პირის მიერ თავდასხმის შედეგად ერთი მოქალაქე დაიღუპა და ორი პოლიციელი დაიჭრა.
ამის შესახებ ინფორმაციას ინგუშეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით რუსული მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ინციდენტი წუხელ, 23:10 საათზე, მდინარე ასას მარჯვენა სანაპიროსთან, სოფელ ნესტეროვსკიში მოხდა. არსებული ცნობით, უცნობმა პირმა ავტომატური იარაღით ცეცხლი გაუხსნა პოლიციელებს და 28 წლის ადგილობრივ მცხოვრებს, რომელიც ბუნებაში ისვენებდა.
"ინციდენტის შედეგად ადგილობრივი მცხოვრები ადგილზე დაიღუპა, ხოლო ორი პოლიციელი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს", - აცხადებენ სამართალდამცველები.
მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება და ეჭვმიტანილის დასაკავებლად ღონისძიებების გატარება.