ესპნალემა სამართალდამცველებმა ანონიმურ ჰაკერთა ჯგუფის სამი წევრი დააკავეს.
ჰაკერებს ბრალი ედებათ კიბერ შეტევების განხორციელებაში ისეთ ფირმაზე როგორიცაა „სონი". აღნიშნულმა ჰაკერებმა კიბერ შეტევა განახორციელეს ესპანურ ბანკებზე BBVA-სა და Bankia-ზე, ასევე იტალიურ ენერგეტიკულ ჯგუფ Enel SpA -ზეც.
ესპანელი სამართალდამცველების განცხადებით, სამივე მათგანი მამაკაცია და მათი ასაკი 30 წელს შეადგენს. მათი სერვერი დამონტაჟებული ჩრდილოეთ ესპანეთში, ქალაქ ხიხონის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში იყო.
ჰაკერები სამართალდამცველებმა ალმერიაში, ბარსელონასა და ალიკანტეში დააკავეს.