პაკისტანის ქალაქ პეშავარში, სავაჭრო ცენტრში განხორციელებულ ტერაქტს 34 ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, დაჭრილია 100-მდე ადამიანი. სავაჭრო ცენტრში ორი ბომბი ერთდროულად ამოქმედდა.
ქალაქ პეშავარში აფეთქებები ხშირია, რადგან აქ მდებარეობს ქვეყნის არმიის ცენტრალური ბაზა და სხვადასხვა სამთავრობო უწყებების შენობები. პაკისტანში ტერაქტების რაოდენობა „ალ-ქაიდას" ლიდერ ოსამა ბინ ლადენის მკვლელობის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა.