უკრაინულ-ამერიკულ წვრთნებში, "სი ბრიზ -2011"-ში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო კრეისერ "მონტერეის" მონაწილეობა, რომელიც რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა "იდჟისითაა" აღჭურვილი, რუსულ მხარეს მთელ რიგ კითხვას უჩენს.
აღნიშნულის შესახებ ნათქვამია რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
"მონტერეი" აშშ-ს ადმინისტრაციის მიერ ევროპულ სეგმეტში ევროპული წყლების "ეტაპობრივი ადაპტაციის მიდგომის" ფარგლებში გლობალური ანტისარაკეტო სისტემის ჩამოყალიბებისთვის გაიგზავნა. პროგრამის პირველ ეტაპზე, ამერიკული ხომალდების ჯგუფმა ადრიატიკის, ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვებიდან უნდა უზრუნველყოს სამხრეთ ევროპის დაცვა ჰიპოთეკური სარაკეტო საფრთხეებისგან.
აშშ-ის ოფიაცილური ვერსიით, საჭიროების შემთხვევაში, ხომალდებს ასევე შეუძლიათ შავ ზღვაში გადაადგილება, იმ შემთხვევაში თუ რეგიონში ვითარება გამწვავდება", - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
ამასთან, მასში აღნიშნულია, რომ რუსეთისთვის გაუგებარია, რას გულისხმობს ამერიკის შეერთებული შტატების სარდლობა სიტყვა "გამწვავებაში", მით უფრო მაშინ, როცა ლისაბონის რუსეთ-ნატოს სამიტზე ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების არქიტექტურის საკითხი მხარეებს შორის ვერ შეთანხმდა.
"თუ საუბარია ამ უაღრესად მგრძნობიარე რეგიონში "მონტერეის" უბრალო "ვიზიტზე", მაშინ რატომ მაინცდამაინც ეს ხომალდი, რომელსაც ასეთი შეიარაღება აქვს? ამასთან, გვაინტერესებს, რა როლი ენიჭება ანტისარაკეტო სისტემით აღჭურვილ "მონტერეის" "სი ბრიზ - 2011"-ის წვრთნებში, რომელიც დადგინდა "მეკობრეების წინააღმდეგ ნატოს სტანდარტებით"? რუსულმა მხარემ არაერთხელ აღნიშნა, რომ არ დავტოვებთ უყურადღებოდ ჩვენს საზღვრებთან აშშ-ს სტრატეგიული ინფრასტრუქტურის ასეთ მოახლოებას და შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ", - აცხადებენ ლავროვის უწყებაში და აქვე დასძენენ, რომ მსგავსი ნაბიჯები განიხილება რუსეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველად.