11 ივნისს, 19 საათზე ბეთლემის ქუჩა #45-ში მდებარე „არტ კაფეში" გამართულ საქველმოქმედო საღამოზე ვისოლი "მომავლის სახლის" ბავშვებს სურვილიებს აუსრულებს და საჩუქრებს გადასცემს.
"მომავლის სახლი" დღესდღეობით 38 მზრუნველობა მოკლებული ბავშვისთვისაა თავშესაფარი. საქველმოქმედო საღამო "მომავლის სახლის" ბავშვებისათვის სურვილების ასრულებისა და სასიამოვნო დღის გატარების შესაძლებლობა იქნება .
მომავალ თაობაზე ზრუნვა ვისოლის სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. კომპანია პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდი „იავნანას" მხარდამჭერია დაარსების დღიდან. ამას გარდა, მომავალი თაობის ჯანსაღი ცხოვრებისათვის ვისოლი სპორტულ ინფრასტრუქტურებს აშენებს და სისტემატურად ეწევა ქველმოქმედებას.
1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, ვისოლ ჯგუფმა რამდენიმე ღონისძიებით ქუთაისსა და თბილისში აღნიშნა. ვისოლმა საკუთარ ფიტნეს ცენტრ „ლაგუნაში" წითელი ჯვრის ორგანიზაციასთან ერთად ობოლი და მარჩენალდაკარგული 203 ბავშვისათვის ჯანსაღი ცხოვრების წამახალისებელი აქცია გამართა. იმავე დღეს კომპანიის წარმომადგენლები თბილისში მე-10 ინტეგრირებულ საჯარო სკოლას ეწვივნენ და ხელმძღვანელობას ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვების ტრანსპორტირებისათვის საწვავი გადასცეს. ამით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს განათლების მიღებისა და საზოგადოებასთან ინტეგრაციის საშუალება მიეცათ.
ვისოლი სატელევიზიო გადაცემა „ნანუკას შოუს" აქციასაც შეუერთდა და აგვისტოს ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულ ბავშვებს სურვილები შეუსრულა და ლეპტობები, ველოსიპედები და სხვა საჩუქრები გადასცა.