დღეს ახალგაზრდა ქრისტიან-დემოკრატებმა ბოლო 7 თვის საქმიანობა შეაჯამეს, ასევე გამართეს პარტიული გაზეთის და ვებ-გვერდის პრეზენტაცია.
"ბოლო 7 თვის განმავლობაში, საშინაო თუ საგარეო კუთხით, საკმაოდ ბევრ წარმატებას მივაღწიეთ: ვუმასპინძლეთ ევროპის ახალგაზრდა ქრისტიან პოლიტიკოსთა კავშირის კონფერენციას, გავწევრიანდით საერთაშორისო დემოკრატთა ახალგაზრდულ კავშირში, რომელიც ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი გავლენიანი ორგანიზაციაა, გავიმარჯვეთ პოლიტიკურ თამაშებში, რომლის ორგანიზატორი იყო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი და სადაც მონაწილეობდა თითქმის ყველა პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდული ფრთა, მონაწილეობდნენ ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები" - განაცხადა ახალგაზრდა ქრისტიან-დემოკრატების გენერალურმა მდივანმა გიორგი პაპელიშვილმა.
დღესვე ახალგაზრდა ქრისტიან-დემოკრატებს 36 ახალი წევრი შეემატა.