თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეფ ტაიფ ერდოღანი ლიბიის პრეზიდენტ მუამარ კადაფს პოსტის დატოვების სანაცვლოდ "გარანტიებს" სთავაზობს.
პრემიერ-მინისტრის ინტერვიუ თურქულმა არხმა NTV-მ გადმოსცა.
,,კადაფს პოსტის დატოვების და შეთავაზებული გარანტიების მიღების გარდა სხვა შანსი აღარ დარჩა, ჩვენ ლიბიაში გავაგზავნეთ ელჩი და კადაფს პოსტის დატოვების სანაცვლოდ დავპირდით, რომ ის შეძლებს ლიბიის დატოვებას და გამგზავრებას იმ მიმართულებით საითაც თავად მოისურვებს." _ განაცხადა თურქეთი პრემიერ-მინისტრმა.
თურქეთის პრემიერის შეთავაზება ჯერ-ჯერობით უპასუხოდ რჩება.
ერდოღანს არ დაუკონკრეტებია ზუსტად რა გარანტიები შესთავაზა ლიბიელ დიქტატორს, თუმცა მისი თქმით, ის არაერთხელ ცდილობდა კადაფთან დაკავშვრებას და მოლაპარაკებას ცეცხლის შეწყვეტის და პოსტის დატოვების თაობაზე. კადაფი კი პოლიტიკას ,,გათიშე და იბატონეს" პრინციპით აწარმოებს დასძინა პრემიერმა.
ადრე ლიბიელმა დიქტატომა არაერთხელ განაცხადა, რომ არცერთ შემთხვევაში არ აპირებს ლიბიის დატოვებას.