ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის ჯარები დილიდან ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ქალაქ მისრატს ინტენსიურად ცხრილავენ. ბოლო ინფორმაციით, ამ დროისათვის დაღუპულია სულ მცირე 22 კაცი, 60 მეტი კი დაჭრილი. ინფორმაციას ამის შესახებ "ასოშიეიტედ პრესი" ერთ-ერთი ადგილობრივი კლინიკის ექიმზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, დაცხრილვა ტანკებიდან, საარტილერიო დანადგარებიდან და რექტიული ნაღმმტყორცნებიდან მიმდინარეობს.
მისრატი ლიბიის სიდიდით მესამე ქალაქია და დედაქალაქ ტრიპოლის გასაღებად მიიჩნევა.
შეგახსენებთ, რომ ლიბიაში არეულობა მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო.