საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე თურქეთში ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს მარსელო ჟარდიმს შეხვდა.
შეხვედრა საგარეო უწყებაში დღეს გაიმართა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებაში განუცხადეს, შეხვედრისას მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი და საქართველოსა და ბრაზილიას შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილეს.